ძვირფასო მეგობრებო, გაცნობებთ რომ საბაჟოს ახალი რეგულაციის შესაბამისად, თუ ამანათის დეკლარირების დროს პირადი ნომერი არ ედრება სახელსა და გვარს, ასევე მობილური ტელეფონის ნომერი არარის მითითებული ზუსტად,ონლაინ ამანათი ვერ აიტვირთება შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე, შესაბამისად მონაცემების დაზუსტებამდე ამანათები დაყოვნდება საბაჟოზე, გთხოვთ გაითვალისწინოთ აღნიშნული და ამანათები დაადეკლარიროთ დროულად და სწორი მონაცემებით. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.