ძვირფასო მეგობრებო, გაცნობებთ რომ 2021 წლის 1 მაისიდან ონლაინ გამოწერებისთვის იცვლება ჩვენი ამერიკის საწყობის მისამართი. გთხოვთ ყურადღებით იყოთ გამოწერის დროს და მიუთითოთ ახალი მისამართი: 18 Boulden CIR STE 2, New Castle, DE, 19720-3494. ასევე სავალდებულო ხდება კაბინეტის (GZ) ნომრის მითითება. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერს და თქვენს კაბინეტში იხილეთ ველი "სად გავგზავნო". ასევე გაცნობებთ რომ უკვე გამოწერილი ამანათების მიღება ძველ მისამართზე გაგრძელდება ჩვეულებრივ რეჟიმში 2021 წლის 1 ივნისამდე.